რაინდი დუმბაძე – ოზურგეთის საკრებულოსთვის პრობლემის გასაჯორეებაც პრობლემაა

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, ნარუჯა ლაითურის მაჟორიტარის, რაინდი დუმბაძის განცხადებით, ოზურგეთის საკრებულოსთვის პრობლემის გასაჯორეებაც პრობლემაა:

“დღესდღეობით ოზურგეთში არსებულ კონკრეტულად, (ნარუჯა -ლაითურში) არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს არამარტო ყურადღებას არ აქცევენ და არ ცდილობენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, არამედ აღნიშნული პრობლემის გასაჯორეებაც, პრობლემაა ოზურგეთის საკრებულოსთვის,

ოზურგეთის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტაციას აღიზიანებს ის ფაქტი რომ, ნარუჯა ლაითურის შიდაგზების მოუწესრიგებლობა გასაჯააროებულიყო!! მათ არ უნდათ აღიარონ რომ აღნიშნული ორი დაბის მოსახლეობა მრავალგზის მოატყუეს წინა საარჩევნო პერიოდებში!!
მიუხედავად იმისა რომ, გასული 10 წლის განმავლობაში ყველა არჩევნები მოიგეს და მათი მთავარი დაპირებაც შიდაგზების მოწესრიგება იყო, დღეს უბრალოდ ამ ორი დაბის მოსახლოება მოტყუებულია!!
როგორც არ უნდა შემიშალოს ხელი ხელისუფლებამ მე ჩემი სამაჟოროს პრობლემებზე ვისაუბრებ და ვიბრძოლებ ნარუჯლლებისა და ლაითირელების პრობლემების გადასაჭრელად და ამისთვის ყველა ბერკეტს გამოვიყენებ’
წერს დეპუტატი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.