„ნაციონალური მოძრაობის “ ოზურგეთის და ლანჩხუთის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა საოლქო კომისიებთან სოლიდარობის აქცია გამართეს

„ნაციონალური მოძრაობის “ ოზურგეთის და ლანჩხუთის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა საოლქო კომისიებთან სოლიდარობის აქცია გამართესოზურგეთში 60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ასევე ლანჩხუთის 61-ე საარჩევნო ოლქებთან  ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობაის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქციას მართავენ. ისინი გუშინ მარნეულში საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს გმობენ და უნდობლოვას უცხადებენ “ქართული ოცნების ”საარჩევნო სისტემას.”ცეესკოს ცენტრალური შტაბი, ასრულებს „ქართული ოცნების“ დაკვეთებს”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.„ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის შტაბის ლიდერი დავით მჟვანაძე, ამ წუთებში 60-ე საოლქო საარჩევნო კომისის შენობაში შეხვედრას კომისიის ხელმძღვანელთან ბერდია ლომაძესთან მართავს. ის ნახევარ საათზე მეტ ხანს ითხოვდა შენობაში შესვლას, თუმცა, როგორც მჟავანაძე ყვება, სანამ არ დარეკეს და გაარკვიეს, შეიძლებოდა თუ არა მისი შესვლა, მანამდე შენობაში არავინ შეუშვა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდობლობას უცხადებენ, გმობენ გუშინ მარნეულში მომხდარ ინციდენტს, სადაც როგორც მათი წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები და ოპერატორები გახდნენ თავდასხმისა და ძალადობის მსხვერპლნი.ლანჩხუთის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი კახა ასკურავა, მოუწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიას, არ შეასრულონ ქართული ოცნების დაკვეთა და არჩევნები, ჩაატარონ მშვიდ და სამართლიან გარემოში.„ქართული ოცნება“ ძალადობს სოლიდარობა გუშინ მარნეულში ძალადობის მსხვერპლ ჩვენს აქტივისტებს და სოლიდარობა იმ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რომლებიც გახდნენ სისტემის მსხვერპლი. განაჩენს გამოიტანს ქართველი ხალხი, ოქმს წერს, ხალხი და არა თქვენ“- განაცხადა ასკურავამ. ნაციონალური მოძრაობის წევრი ოზურგეთის ორგანიზაციიდან დავით მახარაძეის თქმით ისსინი არ ენდობიან სისტემას.„ჩვენ არ ვენდობით სისტემას, არ ვენდობით სახელმწიფოს და ასევე ცეესკოს. ჩვენ გვინდა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში და შეწყდეს ძალადობა როგორც ჩვენს აქტივისტებზე, ასევე ჟურნალისტებზე.

შეგახსენებთ, მარნეულში გუშინ, 29 სექტემბერს რამდენიმე ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად თავს ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაესხნენ. მოგვიანებით მთავარი არხის 4 თანამშრომელს, მათ შორის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც. მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 65
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 58
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ
  • 56
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, არ
  • 55
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, არ