ანდერს ფოგ რასმუსენი: სამართლიანი არჩევნები ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მაღალი დემოკრატიული სტანდარტები ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა. ამაზე მან ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა.

“ამასთან, შეუძლებელი იქნება უცხოური ჩარევის თავიდან აცილებაც, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილსა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული მასთან ბრძოლა. კრემლს არ მივცემთ იმის უფლებას, ჰქონდეს იარაღი, რომ დაბლოკოს საქართველოს გზა ნატოსა და ევოკავშირისკენ, თავისი ჩარევით ან არჩევნებში ცარევის მცდელობით”, – ამბობს რასმუსენი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *