საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 58 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გარდაცვლილი პაციენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ უცნობია.

აქვე, დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 9 2 45
  • გამოჯანმრთელებულია –  4 887
  • მათ შორის გარდაცვლილია – 58;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება –  5 392;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 100;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 27 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share