ფოთში ბრაზილიიდან შემოტანილი გაყინული ხორცი უვარგისი აღმოჩნდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან შემოვიდა 936 კილოგრამი გაყინული ღორის ხორცი, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, დადგინდა, რომ ვეტერინარულ სერტიფიკატში ასახული მონაცემების შეუსაბამობის გამო, გაყინული ღორის ხორცი არ აკმაყოფილებს საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი“-ს დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების მოთხოვნების თანახმად, საქონელი დაექვემდებარა განადგურებას.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share