გურიაში „ქართული ოცნების” წევრებმა პარტია დატოვეს და „სოლიდარობის ალიანსს” შეუერთდნენ

გურიაში „ქართული ოცნების“ წევრებმა ჯანო ქინქლაძემ, ნიკოლოზ ვადაჭკორიამ, ავთანდილ სარჯველაძემ, თამარ დუმბაძემ პარტია დატოვეს და ,,ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანს” შეუერთდნენ.

პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და ქვეყნის მაშტაბით, ბევრი ადამიანი უერთდება მათ პარტიას.

„ქვეყნის მასშტაბით „სოლიდარობის ალიანს” ბევრი ადამიანი უერთდება. პირველი მმართველი პარტიიდან ვინც პარტია დატოვა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ესებუა იყო. ეს პროცესი გრძელდება.“- განაცხადა მან.

მარიამ ჯაშმა ასევე ისაუბრა მათი პარტიის მისამართით, წევრების დაშინებაზე და ხელისუფლებას მოუწოდა, მსგავსი ქმედებები შეწყვიტოს.

შეგახსენებთ, გურიის რეგიონში „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატი, ნინი შეწირული-გობრონიძეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share