დღეს საქართველოში კორონავირუსით 6 ინციფირებული გარდაიცვალა

დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რიცხვი 78 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.geზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 519-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 253 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 11 271;
  • გამოჯანმრთელებულია – 6 119;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 78;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 574
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 338
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share