ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური ქალწულობა მოიპოვონ- გუბაზ სანიკიძე ოპოზიციაზე

“ძალა ერთობაშია”-ს წევრი გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” ოპოზიციის შიგნით პროცესზე და იმ განცხადებებზე საუბრობს, სადაც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ითქვა, რომ ერთობა სააკაშვილმა ჩაშალა, როდესაც საერთო მაჟორიტარებზე უარი თქვა. კერძოდ, თავის დროზე ასეთი განცხადებები “ევროპულ საქართველოში” გაკეთდა.

“ამომრჩევლისთვის დამაბნეველი იქნებოდა სხვადასხვა სიით გასულიყვნენ ათამდე სუბიექტი, ერთმანეთს ეპაექრონ, დებატებში შევიდნენ და ამ დროს საერთო მაჟორიტარები დაეყენებინათ. ეს არ არის ერთობა, ეს არის ერთობის იმიტაცია. ნამდვილი ერთობა შესთავაზა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ყოფილიყო ერთი დიდი სია. ყველას ამბიციები იქნებოდა დაკმაყოფილებული – დიდებისაც, საშუალებისაც და მცირეებისაც. 80 მანდატს მაინც აიღებდა სიით, შეიძლება უფრო მეტიც აეღო, 100-იც შეიძლებოდა აეღო. მაგრამ არ ქნეს. ამიტომ, საუბარი, რომ სააკაშვილმა ჩაშალა ერთობა, ეს არის ტყუილი და ცილისწამება.

უსამართლობის განცდა მაქვს გაჩენილი, რომ ცუდი მიშას მხარესო და კარგი ჩვენ მხარესო. ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური ქალწულობა მოიპოვონ და ყველამ ყველაფერი ვიცით. არ არის ეს დიდი ქვეყანა”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share