სტუდენტს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, სტატუსი შეუჩერდა

მისივე თქმით, მისთვის სტატუსის შეჩერების გარდა უნივერსიტეტს სხვა ალტერნატივა არ შეუთავაზებია.

„დეკანატს დავუაკვშირდი, ავუხსენი სიტუაცია რა და როგორ იყო და ვკითხე, თუ ჰქონდა უნივერსიტეტს რაიმე გეგმა კოვიდდადებითი სტუდენტებისთვის. მითხრეს, ჯერ არაფერი გვაქვს, კრებაზე იქნებ რაიმე გადაწყდესო, შენთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი სტატუსის შეჩერება იქნებაო.

სანამ კოვიდი დამიდასტურდებოდა ენტეროვირუსი მქონდა და ვერ ვესწრებოდი სემინარებს, ამიტომ დავრეკე, აზრადაც არ მომსვლია, რომ ამას შემომთავაზებდნენ.

ასე მითხრეს 23-მდე (ფინალურები იწყება ამ რიცხვში) თუ მოასწრებ ქულების აგროვებას, შეგიძლია გახვიდე ფინალურზე, მაგრამ შენც კარგად იცი, თუ ვერ ჩააბარე სემესტრი დაგრჩებაო.

ბოლო წუთამდე მეგონა რომ რაიმე შეღავათებს დააწესებდნენ და ვაჭიანურებდი დარეკვას, მაგრამ არაფერი არ მომხდარა, ამიტომ არსებული ვარიანტებიდან შედარებით უკეთესი ავირჩიე და უკვე გავაუქმე სტატუსი“,- ამბობს ნინო დვალი ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, იგი სემესტრის გაგრძელებას გაზაფხულზე შეძლებს.

„მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს, ვინ ვის რას ეუბნება. დეკანატი არავითარ შემთხვევაში არ ეტყოდა სტუდენტს სტატუსი შეიჩერეო. გაურკვეველია დეტალები, არ ვიცი ვის ელაპარაკა. დამირეკოს თავად სტუდენტმა, ჩვენ მის საქმეს გავარკვევთ და ზუსტ პასუხს გავცემთ. დამირეკოს და პირობას გაძლევთ, რომ მის მდგომარეობას გავითვალისწინებთ.

უნივერსიტეტს ყველანაირი საშუალება აქვს იმისთვის, რომ სტუდენტს სწავლისთვის ყველანაირი პირობა შეუქმნას. თავად სტუდენტები კარგად არიან ინფორმირებულები და ყველაფერი შინაგანაწესშია გაწერილი“,- აღნიშნავს მედიცინის დეკანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share