“ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი კუთხისა და ქვეყნის კეთილდღეობისკენ სვლას” – ვასილ ჩიგოგიძე

“თქვენი თანადგომით, არჩევნებში გამარჯვებით, ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი კუთხისა და ქვეყნის კეთილდღეობისკენ სვლას“, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძემ, დღეს, მისი კანდიდატურის გურულებთან წარდგენის დროს გააკეთა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მინდა მოვიგონო ნოდარ დუმბაძის სიტყვები „სიცოცხლის სამოსახლოა ჩვენი პატარა გურია“ და მე მართლაც ვხედავ ჩემი გურულების თვალებში, მათ იუმორში სიცოცხლის სიყვარულს და თქვენი თანადგომით, არჩევნებში გამარჯვებით, ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი კუთხისა და ქვეყნის კეთილდღეობისკენ სვლას“, – განაცხადა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share