2007 წლიდან “ნაცები”5 წელი იყვნენ ხელისუფლებაში და თუ მიყიდვა უნდოდათ, რა ვერ გაასუხარეს?”- ზურაბიშვილი გარეჯზე

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გარეჯის თემას ეხმაურება:

“რა მაინტერესებს კიდევ და, დავუშვათ დავიჯერე, რომ ნაცებმა დავით გარეჯი მიყიდეს თუ აჩუქეს აზერბაიჯანს, რადგან მათ ეზიზღებათ საქართველო, შესაბამისად ქართული კულტურა, შესაბამისად მართლმადიდებლობა და შესაბამისად დავით გარეჯი. აი, ეს ყველაფერი ვთქვათ დავიჯერე, მაგრამ თქვე მამამცხონებულებო, ის ორი კარტოგრაფი რომ გყავთ დაპატიმრებული იმ მიზეზით, რომ აქაოდა 2007 წელს რუკა დამალესო, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მაქედან კიდევ ხუთი წელი სულ ეგ ქართველთმოძულე ნაცები იყვნენ ხელისუფლებაში და დავით გარეჯის საზღვარი რომ დღემდე შეუთანხმებელია, თუ მიყიდვა უნდოდათ რით ვერ მიასუხარეს ამდენი ხანი იმ ვითომ დამალული რუკიანად? მაგათ ხელში არ იყო ყველაფერი? და თუ არ მიუყიდიათ, მაშინ ბოდიში და რა გინდათ საერთოდ და რეებს ჩმახავთ?”- წერს ზურაბიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share