ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში- არის მსხვერპლი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში წუხელ გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც „გურიის მოამბისთვის“ ხდება ცნობილი, სპრინტერის ტიპის სამარშუტო მიკროავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შედეგადაც მძღოლი, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მის გვერდით მჯდომი თანმხლები პირი სიკვდილს გადაურჩა.

შს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share