“გასაოცარი დემოკრატია-იძებნება სამართალი”

ოზურგეთის საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატი, ნათია შარაშენიძე, რომელიც მისი ძმის, სამხედრო პირის, ხვიჩა შარაშენიძის დაკავებიდან დღემდე, უკვე მეორე წელია საქმეში არსებულ შეკერილ ბრალდებასა და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებზე წერს, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც დიპლომატიური კორპუსისთვის გადაცემულ ბევრ საეჭვო გარემოებაზე გადაცემულ ინფორმაციაზე წერს:

“რამდენიმე თვის წინ თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს განცხადებით მივმართე, წარვუდგინე თავდაცვის სამინისტროს ტიტულიან (ნომრიან) ბლანკზე ამობეჭდილი ყალბი დოკუმენტი და ვთხოვდი გაერკვია და ჩარეულიყო კომპეტენციის ფარგლებში, მიპასუხა ძალიან ოპერატიულად, ვაიმე ეს რა წარმოგვიდგინეთ-ო და ჩემი განცხადება შსს-ში გადააგზავნა(მაცნობა), გავიდა რამდენიმე თვე და ისევ მივწერე მინისტრს რა გიპასუხათ შსს-მ ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით, მაცნობეთ მეთქი და მიპასუხა ძალიან სწრაფად, მხოლოდ პასუხი გაგაოგნებთ, ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღიაო (6 თვე გავიდა), თქვენ თუ პასუხი გაინტერესებთ დაეკონტაქტეთ იმ უწყებას და იკითხეთ ამბავიო, #თავდაცვის სამინისტრო, კი მაგრამ თუ ამ დრომდე პასუხი არ მიგიღიათ, არ გაინტერესებთ ვინ გამოიყენა უწყების ნომრიანი ბლანკი, კიდევ რამდენი ასეთი ტიტულიანი ბლანკია გამოყენებული ყალბად და რისთვის? ასე ფარდის ჩამოფარებით და გავერიდო იქნებ ასე ავიცილო ამბით, გახვალთ ფონს? მივწერე #სახალხო დამცველს, წარვუდგინე ყალბი დოკუმენტები, მიპასუხა სწრაფად, კი ბატონო შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებსო, გადავაწერეთ სს დეპარტამენტსო, მაგრამ მთავარ საგამოძიებო უწყებას ჩვენ ვერაფერს ვეტყვით, ჩვენ ვერ ჩავერევით, ამის უფლება არ გვაქვსო, მითხარით ამ ქვეყანაში სადაც მოსამართლე დაკვეთებზე მუშაობს, პროკურატურა დაკვეთებზე მუშაობს, შსს დაკვეთებზე მუშაობს, სახალხო დამცველი არსებობს, მაგრამ ვერაფერში ვერ ერევა, როგორ ვიპოვოთ სამართალი, სერიიდან: გასაოცარი დემონკრატია

#იძებნება სამართალი!!!
პ.ს. მე ავდექი და ყველა ეს დოკუმენტი გადავუგზავნე დიპლომატიურ კორპუსს, სხვა გზა არ დამიტოვეთ.”-წერს შარაშენიძე.
ცნობისთვის, ხვიჩა შარაშენიძე 2018 წელს ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
 შარაშენიძე ორმა სამოქალაქო ფორმაში ჩასმულმა პირმა სახლიდან ისე გაიყვანა, რომ არც კონკრეტული მიზეზი აუხსნიათ მისთვის და არც ოჯახს ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა, 7 საათის განმავლობაში. მას სასამართლო პროცესზე მოსმართლის გადაწყვეტილებით 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
“მოსამართლე მაია კვირიკაშვილი განაჩენს კი არ კითხულობდა, ხმა ჩავარდნილი იჯდა და ჩურჩულებდა, ისე რომ დარბაზში მყოფებს არაფერი გვესმოდა. ეხლა რაც შეეხება საქმეს და ამ ხნის განმავლობაში ვიყავი ჩუმად, რომ ჩემი აქტიურობით ხელი არ შემეშალა საქმისთვის. . აი ასეთი მართლმსაჯულება გვაქვს ჩვენ წინა წლების საბუთით გაასამართლეს ადამიანი, სამხედრო, ოფიცერი, ამ ქვეყნის ჯარისკაცი რომელმაც 3 ომი გამოიარა და ქვეყნის ღირსების დაცვას შეალია წლები. “- წერდა მაშინ ნათია შარაშენიძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share