“სამყაროს პროგრესულ ნაწილებში არავის გაუუქმებია კორონას გამო, გამოხატვის და შეკრებების თავისუფლება”

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალური ქსელისთ იმ ხალხის შეშფოთებას გამოეხმაურა, რომლებმაც ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელ შეხვედრას, მავნებლობა უწოდეს:

“ერთი კითხვა შაბათდილით: ბელორუსის მრავალათასიან აქციებს რომ ვგულშემატკივრობთ აგვისტოდან მოყოლებული, რაღაც არ მახსენდება ვინმეს გვეთქვას, რა დროს ეგ არის, კორონაა,დაეტიონ სახლში და შეირგონ ლუკაშენკოო. გახსენდებათ თქვენ? რასაც მე ვუყურებ, მთელი რვა თვეა, კორონაზე მარტო ჯანმრთელობის და ეკონომიკის კონტექსტში კი არა, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების კონტექსტშიც ბევრს მსჯელობენ სამყაროს პროგრესულ ნაწილებში და არავის გაუუქმებია კორონას გამო გამოხატვის და შეკრებების თავისუფლება, სადაც შეზღუდვა მოუწიათ დროებით, იქაც სულ ბოდიშებს იხდიან ხელისუფლებები. ხომ არ ჯობს მთავარ აქცენტს არ ავცდეთ და ხელისუფლებას ვკითხოთ დილა–შუადღე–საღამოს, რა გააკეთა ამ 8 თვის მანძილზე რომ ადამიანები კორონათი არ კვდებოდნენ?”- წერს ჯანგირაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share