ძალიან კარგად ვითვლით საკუთარ შეკრებებსაც და სხვის შეკრებებსაც, ჭიპი გვაქვს ამ საკითხებში მოჭრილი — კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ნაციონალური მოძრაობის ბათუმის აქციას დივერსიულ აქტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ იქ 1 500 ადამიანი იყო მისული.

“ჩვენ ძალიან კარგად ვითვლით საკუთარ შეკრებებსაც და სხვის შეკრებებსაც, ჭიპი გვაქვს ამ საკითხებში მოჭრილი”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

კობახიძის თქმით, მისი პარტია 30-ათასიანი აქციის მოწყობის ცდუნებას უძლებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share