ლანჩხუთის მერს რომელმაც გუშინწინ პრემიერს უმასპინძლა კორონავირუსი დაუდასტურდა

ლანჩხუთის მერს რომელმაც გუშინწინ პრემიერს უმასპინძლა კორონავირუსი დაუდასტურდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალეკო სარიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.

„ამ საღამოს მოვიდა პასუხი, მერს დაუდასტურდა, კონკრეტულად ვისგან შეიძლებოდა გადადებოდა, გამოკვეთილი არ არის, მის ახლობლებს ვირუსი არავის ჰქონია. სავარაუდოდ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, რაც მოსახლეობასთან შეხვედრებს გულისხმობს, ადვილად შეიძლებოდა გამხდარიყო რისკის ქვეშ.“- გვითხრა ნატო მენაღარიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ წინ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენა იყო ლანჩხუთში და მერმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა, დღეს კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share