საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით დღეს მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებული თერჯოლაში მკურნალობდა.

კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის, დავით სარიშვილის, თქმით, პაციენტი 71 წლის ქალი იყო. ის კლინიკაში სამეგრელოდან ორი დღის წინ შეიყვანეს თანმდევი დაავადებებითა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share