ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს ნინო წილოსანს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ დეპუტატმა სოცილურ ქსელში თავად დაწერა:

კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა…
ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა რაც ყველას უნდა გვახსოვდეს.
მიუხედავად იმისა რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია რომ ძალიან ვერაგი ვირუსია…
კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს.”- წერს წილოსანი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share