ინკასატორი აპარატიდან თანხას იღებდა, როდესაც მძარცველმა 75 ათასი ლარი გასტაცა

ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს.

არცვა ქობულეთში – არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი.

გავრცელებული , ინკასატორის ძარცვა მაშინ მოხდა, როდესაც აპარატიდან თანხას იღებდა. მოქალაქეების თქმით, მძარცველი ერთი ადამიანი იყო. ეჭვმიტანილმა ინკასატორს თანხა წაართვა და ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ , გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 178 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. მომხდარის გამო, თვითმხილველები გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share