ბათუმში სამმა ნიღბიანმა საცხობი გაქურდა, წაღებულია თანხა

ბათუმში მელიქიშვილის ქუჩაზე სწრაფი კვების ობიექტი სამმა ნიღბიანმა პირმა გაქურდა. ობიექტის მეპატრონის თქმით, მძარცველებმა ფანჯარა გატეხეს და დაახლოებით, 100 ლარი წაიღეს.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ, საქმე ქურდობის მუხლითაა აღძრული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share