საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა

დღევანდელი, 24 ოქტომბერის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცავალა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.geზე განახლდა.

გარდაცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ უნცობია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 412  ადამიანი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share