გოჩა ძიმისტარიშვილი – დადგა დრო მოვიცილოთ ეს კაცთმოძულე, ცინიკოსი ივანიშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი გურიის მაჟორიტარულ ოლქში, გოჩა ძიმისტარიშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განცხადება ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ სრულად:
“მეგობრებო, მე მქონდა ყველანაირი საშუალება ამ ხელისუფლებასთან ვყოფილიყავი კარგად და მეშოვა ძალიან ბევრი, ბევრი ფული, მეხვეწებოდნენ კიდეც, მეუბნებოდნენ, რა გინდა, ხალხი შენს თავგანწირვას მაინც არ დაგიფასებსო. ნაწილობრივ მართალნიც კი იყვნენ, ძალიან ბევრს სულ ფეხებზე კიდია პატიოსანი კაცი რას გააკეთებს და თუგინ მათთვის, მთავარია თვითონ ჩაიყოროს მუცელი, აიღოს ბინძური ფული, გაყიდოს სული და ასე შემდეგ, მაგრამ მე შეგნებულად უარი ვთქვი ბევრი ფულის შოვნაზე და ეს მაშინ, როცა ვალებში ვიხრჩობოდი და თანაც ყველაფერი სისაძაგლით, მათ შორის სიცოცხლის მოსპობითაც კი მემუქრებოდნენ (კიდევაც შეეცადნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ).
ეხლა დადგა ის მომენტი, როცა ქვეყნის ბედი არის სასწორზე. ქართველებს ასეთ პერიოდში ახასიათებს ერთობა და შეიძლება ითქვას თავგანწირვაც კი. ჩემო თანამემალუნენო, ძვირფასო ქართველებო, დადგა დრო მოვიცილოთ ეს კაცთმოძულე, ცინიკოსი და ქართველთა სულების წამბილწველი ივანიშვილი და მისი ქოცბანდა. ჩვენთან არს ღმერთი” – წერს ძიმისტარიშვილი.
გოჩა ძიმისტარისვილი გურიის მაჟორიტარულ ოლქში ერთადერთი კანდიდატია რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად დარეგისტრირდა და მისი საარჩევნო ნომერია 61;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share