გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსით 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

გურიის რეგიონში დღეს კორონავირუსით 65 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიმ დაუდასტურა.

“ერთი პაციენტი გარდაიცვალა გურიიდან, 65 წლამდე მამაკაცი. მას დიაბედი ჰქონდა, ასევე გაკეთებული ქონდა სტენდირება.ის ქობულეთში, კოვიდ ცენტრში გადიოდა მკურნალობას. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.”- გვითხრა მჟავიამ.

შეგახსენებთ, ეს გურიაში გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share