“ქართული ოცნება” გურიაში მოსახლეობის მაშტაბურ მოსყიდვას ცდილობს

ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთ სარიტუალო სახლში, დიდი ოდენობით სურსათ სანოვაგე შეაქვთ.

ოპოზიციის მტკიცებით ამას ადგილობრივი ხელისუფლება ამომრჩევლების მოსყიდვის მიზნით არჩევნებამდე ორი დღით ადრე აკეთებს.

თავად სარიტუალო სახლის ხელმძღვანელი ნათია ღლონტი ჩვენთან საუბარში ამბონს, რომ ტვირთი საბავშვო ბაღებს ეკუთვნის და ხვალ წაიღებენ. ღლონტის თქმით ცაბავშვო ბაღების ხელმძღვანელობა საქმის კურსშია.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მაკა ჭყონია ჩვენთან საუბარში კატეგორიულად უარყოფს ტვირთთან კავშირს და ამბობს რომ ეს ტვიერთი ბაღების გაერთიანებას არ ეკუთვნის.

მიშიკო გოგოტიშვილი: ოცნება, როგორც ყოველთვის აპირებს ამომრჩევლების მოსყიდვას, არამარტო ფულით, ნატურალური პროდუქტით, რომელსაც შეიძენენ და დასაწყობებული აქვთ, ამბობენ, რომ თითქოს ეგ არი ბაღებისათვის იმ დროს როდესაც კორონას დროს ბაღები არ ფუნქციონირებდა, რომც ფუნქციონირებდეს ბაღებს აქვთ თავიანთი შესყიდვის მექანიზმი თავიანთი დასაწყობება, და არა უფასო სასადილოში იყოს ეს ტვირთი განთავსებული, რას ვიზამთ ეს არის ოცნების ბოლო დღეები, რომლებიც ითვლიან რომ როგორმე იქნებ მოიმატონ ამომრჩეველი, რომელიც სამწუხაროდ არ გამოუვათ მინდა ვუთხრა მათ და ჯობია ჩვეულებრივად გააგრძელონ მათ მუშაობა შეეგუონ, რომ გადავიდნენ ოპოზიციაში და აგონ პასუხი იმ დანაშაულებზე, რაც ჩაუდენიათ რვა წლის განმავლობაში.

დავით მჟავანაძე: საზოგადოებისგან ნდობა დაკარგული ქართული ოცნება ყოველგვარ ზღვარს გადაცდა და ისინი დღეს ასლან აბაშიძისეული მეთოდებით ცდილობენ არჩევნების მოგებას ზუსტად იციან, რომ მათი მმართველობის შედეგად ხალხი გაღარიბდა, მათი მათი მმართველობის დროს ხალხი შიმშილობს დღეს და სწორედ ამისთვის მოიმარაგეს კარტოფილები, ხახვი,ბრინჯი და მაკარონი და ფიქრობენ, რომ ამით გავლენ ფონს და მოიგებენ არჩევნებს, მაგრამ მათ ვპირდები, რომ ძვირად დაუჯდებათ ქართველი ხალხის გაღარიბება და ვერანაირი კარტოფილი და ხახვი ვერ გადაწონის მათ, რაც ქართველ ხალხს გაუკეთეს და ჩვენი მოთხოვნაა რომ შეწყდეს მსგავსი დანაშაულებრივი მეთოდებით ადამიანებზე მანიპულირება და შეურაცყოფას ნუ აყენებენ ქართველ ხალხს, რადგან კარტოფილზე, ქართველი ხალხი ხმას ნამდვილად არ გაცვლის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share