ოლიგარქის სპიკერი კობახიძე -“ირაკლი კობახიძეს არავინ ჰგავს, თვინიერ ირაკლი კობახიძისა”

არავის იმხელა ამაგი არ აქვს „ქართულ ოცნებასა“ და პირადად, ბიძინა ივანიშვილზე, რამხელაც ირაკლი კობახიძეს. ყველაზე დიდი პარტიული იდიოტობების გაჟღერებას ამ ბიჭს ავალებენ, რაც ჩემი აზრით, უსამართლობაა, მაგრამ რას ვიზამთ… პოლიტიკა ხშირად არის უსამართლო.

მაგრამ მე მაინც მგონია, რომ კობახიძე არც იაპონური რობოტია, არც ურჩხული და არც გოგლი-მოგლა ბავშვი. ირაკლი კობახიძეს არავინ ჰგავს, თვინიერ ირაკლი კობახიძისა… დიახ, მან პოლიტიკური სიბეცისა და მავნებლობის საკუთარი, ინდივიდუალური და სრულიად უნიკალური სტილი დაამკვიდრა

დღეს, 29 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აიღო საკუთარ თავზე ეს უმძიმესი მისია და იდიოტობები ყველას მაგივრად ისევ თვითონ ილაპარაკა.

ირაკლი კობახიძემ ჩვეული მწყაზარი სახით გვამცნო, ე.წ „საარჩევნო კარუსელების“ მოწყობასაც დაგვაბრალებენ ამ პატიოსან ხალხსო.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ ოლქებში, სადაც ოპოზიცია ცუდ შედეგებს ელოდება, პროვოკაციების მოაწყობას აპირებს.

არადა, „ქართული ოცნების“ ზონდერი სპორტსმენების მიერ კორცხელში ნაცემი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც კარგად გვახსოვს.

ავტორი: ბექა ყორშია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share