ჩოხატაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას წუხელ ბუკნარში, 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის მკვიდრი გოგა კალანდაძე, ბახმაროდან ბრუნდებოდა, როცა გუშინ, გვიან ღამით, სოფელ ბუკნარში ავტომობილი ხეს შეეჯახა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. გოგა დედისერთა გახლდათ.
რამდენიმე საათით ადრე, მან თავის ფეისბუქგვერდზე ბახმაროში გადაღებული ფოტოები ატვირთა.
შს-მ გამოძიება 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share