ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს, ცესკომ მოგვმართა მეორე ტურების სარეკლამო რგოლების ფასიანი განთავსების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის 50.000 ლარი მნიშვნელოვანი შემოსავალია, ღიად ვაცხადებთ:
არხის გადაწყვეტილებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან/და ქართული ოცნების არც ერთი საარჩევნო რეკლამა, თუნდაც ეს იყოს კანონდარღვევა, ტელეკომპანია მთავარის ეთერში არ გავა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას, გამოხატულს საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაში და მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარის თქმაში. არ ვაპირებთ, შემოსავალი მივიღოთ ქართველი ხალხის ნების ქურდების და დამნაშავეებისგან, მით უფრო, მათი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ხელშეწყობის გზით.
ჩვენ, როგორც პროდასავლური და პატრიოტული მედია, მივიჩნევთ, რომ იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება წაერთვა მის უალტერნატივო წყაროს – ქართველ ხალხს – და მოხდა მისი უზურპაცია არალეგიტიმური არჩევნების გზით, აღარ გვაქვს არც კანონისმიერი ფორმალობების დაცვის, არც კანონდარღვევის გამო ჯარიმის შიშის და, მით უმეტეს, არც შემოსავალზე ზრუნვის უფლება.”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share