ლანჩხუთში კორონავირუსით რვა თვის და ერთი წლის ბავშვები დაინფიცირდნენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ორ არასრულწლოვანს დაუდასტურდა. რვა თვის და ერთი წლის ბავშვები დაინფიცირდნენ.

ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.

„ორი არასრულწლოვანი გვყავს ინფიცირებული.  რვა თვის და ერთი წლის ბავშვები. ორივე მათგანის შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია.“-გვითხრა მენაღარიშვილმა.

გურიის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 შემთხვევა დადასტურდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share