დიტო სამხარაძე ოპოზიციას: _ “მერე არ იტიროთ, გეწყინებათ _ დაგაკორიდორებთ”

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, დიტო სამხარაძე ოპოზიციას ურჩევს, რომ საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის კოროდორები არ გააკეთონ, რადგან პასუხს აუცილებლად მიიღებენ:

“მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც დაინიშნა მეორე ტურები, პირველ ტურებში, საერთო ჯამში, ჩვენმა მაჟორიტარებმა 520 000 ხმა აიღეს. შესაბამისად, მეორე ტურებში, ხმების მაქსიმალურ მობილიზებაზე მუშაობს ყველა შტაბი! ვიმეორებ, რომ 17 “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, პირველ ტურში, ხმა მისცა 520 000 ამომრჩეველმა! რატომ ვწერ ამას? მეორე ტურში უფრო მეტი ვიქნებით! გაბედეთ და ნაცური კორიდორები გააკეთეთ, მერე არ იტიროთ, გეწყინებათ! გამოდის, რომ კანონს დაარღვევთ, რადგან რეალურად კორიდორის მოწყობა ამომრჩეველზე ზეწოლას ნიშნავს და მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევას! ხოდა, ღრანჭებში მიიღებთ კანონიერ პასუხს დანარჩენზე? 21-ში ვილაპარაკოთ! დაგაკარიდორებთ” _ წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share