“კაცუნებო, რომ დაწყნარდეთ, სააკაშვილმა სუნთქვა შეწყვიტოს?” – ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკშვილის განცხადებას ეხმიანება და წერს:

„შემოუთვალა სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არისო, საერთო საქმეს მიხედეთო. ისტერიკაში ჩავარდნილები დაგამშვიდათ, არავინ გაულანძღიხართ, ალეკო ელისაშვილიც კი შეგიქოთ.
კიდევ რა ქნას, კაცუნებო, შემდეგ გამოსვლაში, საბოლოოდ რომ დაწყნარდეთ, სუნთქვა შეწყვიტოს ლაივში? მე ვივლი ყველა აქციაზე ბოლომდე, რადგან უმთავრესი მიზანი ახალი საარჩევნო კომისია და ახალი არჩევნების დანიშვნაა, რათა საქართველო უზურპატორი მოღალატე ხელისუფლებისგან განთავისუფლდეს. მერე დრო ყველაფერს დაალაგებს.

P.S. იგივეს დავწერდი, ვისი ამომრჩეველიც არ უნდა ვიყო, რადგან თავმოყვარეობას, ღირსებას და საკუთარი თავის თუ სხვის პატივისცემას პარტიულობა არა აქვს – ის ან გაქვს, ან არა!..”- წერს სარიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share