მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაც მძევლები აიყვანეს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC, სადაც მძარცველი შეიჭრა, აცხადებს, რომ სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

„ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა გავაკეთოთ განცხადება, ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს, ჩვენი თანამშრომლების ჯამრთელობა ჩვენთვის უპირველესი ამოცანაა“, – აცხადებენ კომპანიაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share