“საქართველო უძლეველის ძალით მიექანება დასავლეთისკენ, გვეყო მოსკოვური შხამით კვება”

დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა.
“სხვის პატრონობას შეჩვეულნი, ახლაც ჩრდილოეთიდან მოველით შველას. ვერ შევითვისეთ ის ცხადი სინამდვილე, რომ “პატრონი” აღარა გვყავს, რომ ჩრდილოეთიდან ნაცვლად დახმარებისა და წესრიგისა, აუცილებლად გვეწვევა ღვთის რისხვა-რეაქცია და ანარქია, ხოლო ვიდრე ქარიშხალი ჩანელდებოდეს, ქართველი ხალხი შიმშილისგან განახევრდება.
ჩრდილოეთის მომხრენი ვართ თუ აღმოსავლეთისა ან დასავლეთისა, ამის შესახებ დავა და კამათი უნაყოფოა და მავნებელიც. საითაც ქვეყანა ტრიალებს, ჩვენც იქით უნდა ვიბრუნოთ პირი. ხოლო იგი უძლეველის ძალით მიექანება დასავლეთისკენ. მისი გზა მოსკოვსა და პეტროგრადზე კი აღარ მიდის, არამედ შავ ზღვასა სჭრის და დუნაის ხეობაზე გადადის. გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილული ევროპული კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი…”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share