21-დან 45 000 დოლარამდე – რომელია 10 ყველაზე ძვირად ღირებული ხილი მსოფლიოში

ხილისგან სხვადასხვა სახის ნივთიერებებსაც იღებენ, მაგალითად, მორფინს ან ოპიუმს. სწორედ ამ განსაკუთრებული მახასიათებლებით განისაზღვრება საკვების ფასიც, თუმცა არსებობს ისეთი იშვიათი ხილი, რომელთა ფასი რამდენიმე ასეულ დოლარსაც აღწევს.

Sekai-Ichi ვაშლი

სეკაი-იჩის ვაშლი იაპონიიდან მოდის. ის ითვლება ვაშლის ერთ-ერთ უდიდეს ჯიშად და გამოირჩევა ღია ვარდისფერი ან ზოგჯერ წითელი შეფერილობით. Sekai-Ichi ვაშლი ხელმისაწვდომია შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში. ამ ვაშლების საშუალო გარშემოწერილობა 30-დან 46 სანტიმეტრამდეა და იწონის 900 გრამს.

თუმცა, მათი წონის გამო, ეს ვაშლები შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. ფერმერებს არ შეუძლიათ ნაყოფის მასობრივი წარმოება. გარდა ამისა, მცირე იშვიათობის გამო, თითო ვაშლი დაახლოებით 21 დოლარი ღირს.

xili1-1663938280.jpg

Sembikiya ალუბალი

Sembikiya ალუბალი არის იაპონიიდან და ქვეყანაში არსებობს ამ ხილის უძველესი მაღაზიები. ალუბლის ხილის მაღაზია თავდაპირველად 1834 წელს, კოშიგაიაში გაიხსნა. 1867 წელს კი სავაჭრო უბანში, ნიჰონბაში გადავიდა. იქ ადამიანებს შეუძლიათ მიირთვან ახლად გამოწურული ხილის წვენები, პარფეტები და უბრალოდ დაჭრილი ხილი.

თავად ამ ჯიშის ალუბალი იზრდება პატარა სათბურებში, სადაც მათ ყურადღებით აკვირდებიან. ალუბალი უნდა აკმაყოფილებდეს მკაცრ მოთხოვნებს ზომით, ფერით და ხარისხით. ამ პრემიუმ ალუბლის თოთოეული ყუთი 160 დოლარი ღირს.

xili2-1663938280.jpg

დეკოპონის ციტრუსი

დეკოპონის ციტრუსი დიდი ხილია, მათი წონა შესაძლოა ერთ ფუტსაც აღწევდეს. ნაყოფზე მკაფიო ზედა კვანძის ფორმის გამო, ზოგჯერ მას სუმოს ციტრუსსაც კი ეძახიან. ის ასევე ტკბილია. ხილი შესანიშნავია მათთვის, ვისაც უყვარს ტკბილეულობა თუმცა პარალელურად არც წონაში მატება სურს.

ეს ხილი ასევე მოითხოვს ძალიან ინტენსიურ კულტივირების პროცესს; მათი ტემპერატურა უნდა შემოწმდეს კონტროლირებად სათბურებში.

შემდეგ, ისინი 40 დღემდე მწიფდებიან, რათა შაქრის დონე და მჟავიანობა დაეცეს. დეკოპონის ციტრუსის 6-ცალიანი შეფუთვა 80 დოლარი ღირს.

xili3-1663938281.jpg

Sembikiya-ს დედოფალი მარწყვი

Sembikiya Queen მარწყვი არის ტკბილი და განსაცვიფრებლად წითელი. მარწყვი, რომლიც ერთი შეფუთვა 85 დოლარი ღირს, შეზღუდული რაოდენობით იყიდება, რაც მას იშვიათ საქონელად აქცევს.

დედოფალი მარწყვი განსაკუთრებულ პირობებში, ნიადაის გარეშე მოჰყავთ.

xili4-1663938282.jpg

თეთრი სამკაული მარწყვი

ამ ხილს აქვს ძალიან მკაფიო ფერი – იგი გარედან და შიგნიდან სრულიად თეთრია. მარწყვი, რომელსაც იაპონურად პირველი სიყვარულის სურნელსაც უწოდებენ, ქვეყანაში ფუფუნების პროდუქტად ითვლება. თითო მარწყვი დაახლოებით 10 დოლარი ღირს, რაც მათ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ხილად აქცევს.

xili5-1663938282.jpg

იაპონური “რუბი რომაული“ ყურძენი

აღნიშნული ყურძნის ერთი მტევანი 450 დოლარია. მაღალი ფასი განპირობებულია მისი იშვიათობით, ყოველწლიურად მხოლოდ 24 000 მტევანი იკრიფება და იაპონიის სხვადასხვა ბაზრებზე იყიდება. ამ ყურძენს აქვს ძალიან ტკბილი გემო და წვნიანია.

თითოეული მარცვალი კი დაახლოებით ერთი ცალი პინგ-პონგის ბურთის ზომისაა.

xili6-1663938282.jpg

ოთხკუთხედი საზამთრო

ძვირად ღირებული ხილის ბაზარი არ იქნებოდა სრულყოფილი კვადრატული საზამთროს ხსენების გარეშე, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ხილია. ეს საზამთროები მათი ფორმის უზრუნველსაყოფად ყუთებში იზრდება. ხილის ფორმები 1978 წელს გრაფიკული დიზაინერის, ტომოიუკი ონოს მიერ შეიქმნა.

მან ეს საზამთრო ტოკიოში გალერეაში წარადგინა და კუბურ ფორმებში გაზარდა, რაც მათ ტრანსპორტირებას, დაჭრას და შენახვას აადვილებდა. თუმცა, ფორმის გამო, ეს საზამთრო ძალიან ძვირია, მათი ფასი 800 დოლარს აღწევს.

xili7-1663938283.jpg

Taiyo No Tamago მანგო

Taiyo No Tamago Mango, რომელსაც ასევე მზის კვერცხს უწოდებენ, თითო ცალი დაახლოებით 2 000 დოლარი ღირს. ისინი ექსკლუზიურად იაპონიის მიაძაკის პრეფექტურაში იზრდება. მისი მაღალი ფასი განპირობებულია იმით, რომ ამ ხილს აქვს შაქრის მაღალი შემცველობა.

xili8-1663938283.jpg

დენსუკეს საზამთრო

ეს მსოფლიოში ცნობილი საზამთრო ექსკლუზიურად ჰოკაიდოში იზრდება. დენსუკეს საზამთრო ასევე რთული მოსავლელია, ზოგიერთი ფერმერი სეზონზე ხილის შეზღუდულ რაოდენობას აწარმოებს. ამის გამო, საზამთრო შეიძლება 6000 დოლარზე მეტი ღირდეს. საზამთრო გვხვდება მუქ ფერებში, დაწყებული ღრმა მწვანედან თითქმის შავამდე. ისინი ტკბილია და აქვთ ძალიან ცოტა ე.წ.კურკა.

xili9-1663938284.jpg

ნესვი – Yubari King

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ხილის ტიტული ენიჭება Yubari King ნესვს. მისი ზოგიერთი ნაჭერი 45 000 დოლარად გაიყიდა.

ნესვი ექსკლუზიურად მდიდარ ვულკანურ ნიადაგში მოჰყავთ. მათ წარმოებას 100 დღე სჭირდება და ფერმერები ყოველდღიურად ასუფთავებენ. შედეგად, ეს ნესვი ძალიან ტკბილი და სურნელოვანია, ოდნავ პიკანტური გემოთი.

xili10-1663938285.jpg

 

წყარო: therichest.com

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share