ბახმაროში ჩარჩენილები შველას ითხოვენ

დიდთოვლობის გამო რამდენიმე  საათია  ბახმაროში მისასვლელი გზა არის ჩაკეტილი.

ამ ეტაპზე არ არის  ელექტროენერგია, ეწურებათ  საკვების მარაგი, საწვავი, რომლითაც გენერატორებს ამუშავებენ.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ამ დროისთვის სამასამდე  ადამიანია  ჩარჩენილი  ბახმაროში, მათ შორის არასრულწლოვნებიც  და ამას  ემატება ის ადამიანებიც,  რომლებიც  სეზონიდან სეზონამდე მესაქონლეობას ეწევიან და ცხოვრობენ ბახმაროს მთებში. ისინიც ვერ ახერხებენ  გადმოსვლას, ითხოვენ  დახმარებას, მაგრამ ამ დრომდე არავინ არ ჩანს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share