უფუნქციო „ბლექ სი არენა“-ს შენახვა წელს 4 მილიონი დაჯდა

რაში ვიხდით  მილიონებს ?! – უფუნქციო  „ბლექ სი არენა“-ს შენახვა ,სადაც ერთი წლის განმალობაში არც ერთი  კულტურული ღონისძიება არ ჩატარებულა, გადასახადების გადამხდელებს  ოთხი მილიონი დაუჯდა. მილიონები  ბიუჯეტიდან   დარბაზის შესანახად კორონა პანდემიის პირობებში ირიცხება. ობიექტს  107 თანამშრომელი ჰყავს, რომლის უმრავლესობა ბერა ივანიშვილის გარემოცვის წევრია. მათი ხელფასები  კი კოლოსალურია. გაცილებით მასშტაბურია ოთხი წლის ხარჯები, უფუნქციოდ  დარჩენილი  საკონცერტო  დარბაზისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან ოთხ წელში თვრამეტი მილიონი გამოიყო, არადა  ბიძინა ივანიშვილი  ამბობდა, რომ  „ბლექ სი არენა“  ხალხს უსასყიდლოდ გადასცა.

მთელი წელია  შავი ზღვის საკონცერტო დარბაზი უფუნქციოდ  დგას  და  დაკეტილია. ივანიშვილის ნაჩუქარი ივენთჰოლის შენახვა კი ამ დროს  საქართველოს მოქალაქეებს  მილიონები უჯდებათ. წელს  „ბლექ სი არენა“-მ ბიუჯეტიდან ოთხი მილიონი მიიღო. ფული თანამშრომლების ხელფასებში დახარჯეს, რომელთაც  საქმე  არ ჰქონიათ.

რაში დაიხარჯა ბიუჯეტიდან მიღებული მილიონები, ინფორმაცია ივანიშვილის აშენებული   და სახელმწოფოსთვის   გადმოცემული საკონცერტო  დარბაზისგან  BMB- იმ გამოითხოა.  ირკვევა,  რომ ხარჯების  ნაწილი  დამალულია  და არ ჩანს.  ოპოზიციამ  კი აღმოაჩინა, რომ დაკეტილი „ბლექ სი არენა“, ძირითადად,  რძიანი შოკოლადების  და ჭურჭლის შეძენით იყო დაკავებული.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხალხს  ბიძინა ივანიშვილის აშენებული საკონცერტო დარბაზის შენახვა 18 მილიონი ლარი დაუჯდა. ბოლო ერთი წელია დარბაზს პრაქტიკულად ბოქლომი ადევს. ის ერთხელ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენი ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის ახალი კლიპის გადასაღებად გაიხსნა. რატომ ხარჯავს უფუნქციო დარბაზში ხელისულება  ამდენ მილიონს?!   „ქართულ ოცნება“-ში ამბობენ, რომ ფული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის დაიხარჯა, თუმცა როდესაც ვკითხეთ, რა გააკეთეს?  ვერ გვიპასუხეს.

ოფიციალური დოკუმენტებით  ირკვევა, რომ საკონცერტო დარბაზში  სტაბილურად 107 ადამიანია  დასაქმებული. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ბლექ სი არენა“-ზე,  ძირითადად, ბერა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები მუშაობენ და სახელმწიფო მათ,  ფულს უსაქმურობაში უხდის.

„ბლექ სი არენა“ -ს მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს მილიონები უჯდება. თავად საკონცერტო დარბაზი კი, ყოველწლიურად  დიდი ზარალშია. ბოლო ორ წელში კომპანიამ  ექვსნახევარი მილიონი იზარალა. გარდა ამისა ირკვევა, რომ მილიონების გარდა, ხელისუფლებამ  კომპანიას 25 მილიონი ლარის მიწის  ნაკვეთები გადასცა.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share