“ევროპაში შავ პარასკევს სიხარულით ელოდებიან,საქართველოში კი ტრაური და პანაშვიდია”

აღმასრულებელი დრირექტორი-ად AFG გენერალური ასამბლეა-ში ნუგზარ სულაშვილი “შავი პარასკევის” ქართულ -ევროპულ შედარებას აკეთებს და სოციალურ ქსელში წერს:
“ევროპაში შავი პარასკევი ყველაზე ფერადია. ადამიანები სიხარულით ელოდებიან ამ დღეს.
ჩემს ქვეყანაში კი შავი პარასკვი ნამდვილი ტრაური და პანაშვიდია, რადგან უკანასკნელ გროშებს ემშვიდობებიან და ზუსტად იციან, რომ მათთვის ყოველი მომდევნო დღე კიდევ უფრო მეტად გაშავდება.
ხვალ ქალბატონ ასმათს, ქეთევანს, მარიამს, კეკეს თუ იამზეს, იმ მზეს დაუბნელებენ ქუჩაში მოგროვებული კაპიკები სხივებივით რომ ათბობდათ…
ხვალ ნახავთ “სიცოცხლით სავსე ქალაქის” კიდევ ერთხელ გარდაცვალებას….
ნუ გექნებათ ჩინოვნიკების იმედი, რომ ისისნი თქვენი ჭირისუფალნი გახდებიან, რადგან თქვენ, მათთვის მაშინაც შეუმჩნეველნი იყავით, როცა გხედავდნენ…
ისინი კვლავ ბედნიერები გააგრძელებენ ცხოვრებას, რადგან მათ ცოლ-შვილს არც მსუყე სუკი მოაკლებდათ და არც ნატურალური წვენი…
გაჭირვებულის იმედი ისევ გაჭირვებული კაცია და ახლა თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ერთმანეთის გატანას, სამუდამოდ გაგვიტანენ წუთისოფლიდან, ოღონდ ამჯერად წამის მეასედში.”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share