21-ე საუკუნის 25 საუკეთესო მსახიობის სია The New York Times-ისგან

  1. გამოცემა The New York Times-მა, 21-ე საუკუნის 25 უდიდესი მსახიობის სია გამოაქვეყნა, რომელიც კინოკრიტიკოსების სუბიექტურ არჩევანს ეყრდნობა და გარკვეულწილად სკანდალურიც კი არის, ტოპში სახელგანთქმული პირების არყოფნის გამო.

პირველი ადგილი მოულოდნელად დაიკავა დენზელ ვაშინგტონმა, რომელიც შეაფასეს როგორც “უკონკურენციო, ეკრანის გიგანტი, რომელიც ამავდროულად მყიფე და მგრძნობიარე მასტერია “ძველი სკოლის” სერიოზული სცენური მომზადებითა და სუპერვარსკვლავის ნათელი ქარიზმით. მას შეუძლია ითამაშოს შექსპირი და ავგუსტ უილსონიც, მოირგოს როგორც ბოროტმოქმედის, ასევე გმირის როლიც. ის შესანიშნავია უბრალო ბიჭის როლშიც კი“.

სამეულში ასევე მოხვდნენ ფრანგი იზაბელ იუპერი, რომელმაც თავისი ხანგძლივი კარიერის განმავლობაში უამრავი მრავალპლანური როლი შეასრულა და დენიელ დეი-ლუისი, რომელიც საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული მსახიობია და სამი “ოსკარის” მფლობელია.

მეოთხე ადგილს დასჯერდა “უბერებელი” კიანუ რივზი.

სრული სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. დენზელ ვაშინგტონი
  2. იზაბელ იუპერი
  3. დენიელ დეი-ლუისი
  4. კიანუ რივზი
  5. ნიკოლ კიდმანი
  6. სონ კან-ჰო
  7. ტონი სერვილო
  8. ჩჟაო ტაო
  9. ვიოლა დევისი
  10. სირშა რონანი
  11. ჯულიანა მური
  12. ხოაკინ ფენიქსი
  13. ტილდა სუინტონი
  14. ოსკარ აიზეკი
  15. მაიკლ ბ. ჯორდანი
  16. კიმ მინ-ჰი
  17. ელფრი ვუდარდი
  18. უილემ დეფო
  19. უეს სტიუდი
  20. რობ მორგანი
  21. კატრინ დენევი
  22. მელისა მაკკარტი
  23. მაჰერშალა ალი
  24. სონია ბრაგა
  25. გაელ გარსია ბერნალი

ავტორი: ირაკლი სალუქვაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share