20 ივნისის მოვლენები კარასინთან გასარჩევი თემა არ არის- ვოლსკი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით სპეკულაციებია. ვოლსკის განმარტებით, „რუსულ მხარეს აწყობს ისეთი განცხადებები, რომ თითქოს შეხვედრაზე საუბარი იყო ქართველ ნაციონალისტებზე“.

მისივე თქმით, 20 ივნისის მოვლენები კარასინის გასარჩევი თემა არ არის.

„ამ შემთხვევაში, ოპოზიცია რაზე საუბრობს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი ინტენსიურად ღებულობდა მონაწილეობას იმ პროცესის ჩაშლაში, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი უძღვება და რამაც პრინციპში გამოიწვია მოლაპარაკებების ფორმატების ჩაშლა და შემდეგ რუსეთს შეექმნა წინაპირობები და მისთვის სასარგებლო ვითარება შეუქმნეს ოკუპაციისთვის, რასაც დღესაც მნიშვნელოვნად განვიცდით. ასე, რომ სპეკულაციაა ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ ოპოზიციისაგან. რეალობაში, ლოგიკურადაც რომ დავუფიქრდეთ, რაში უნდა აწყობდეს ქართულ მხარეს საუბარი და საკუთარი თავის დადანაშაულება, ისედაც რთულ ვითარებაში? რაც შეეხება რუსეთს, მათ აწყობს ასეთი განცხადება, რომ თითქოს იქ საუბარი იყო ქართველ ნაციონალისტებზე, რომლებიც არ არსებობენ. 20 ივნისის მოვლენები ჩვენ არაერთხელ და ძალიან სიღრმისეულად განვმარტეთ, რაც იყო და რასაც აპირებდა აგრესიული ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი. კარასინთან გასარჩევი თემა ეს ისედაც არ არის. კარასინს აქვს ინტერესი პირველი იმის, რომ თავის ქვეყანაში დუმას და დუმის დეპუტატებს მოახსენოს, რომ ამ თემას ჯერ კიდევ არ ტოვებს უყურადღებოდ და ეს თემა დღის წესრიგში გააჩნია. მეორე- როგორც ატყობთ, კარასინს აქვს ინტერესი, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისათვის პირობები შექმნას, რომ ეს სტრესი, დისბალანსი და დაძაბულობა მუდმივად შეინარჩნოს ქართულ პოლიტიკლურ ველზე და ამ შემთხვევას ის არც ამ მოლაპრაკების შემდეგ არ გაუშვებდა ხელიდან. კარასინის განცხადება თითქოსდა შეთანხმებული ქმედებასავით წარმოჩინდა და იმ წუთში, მათ სასარგებლოდ იყო იმ პოლიტიკური ძალების აღზევება, რომლებიც სწორედაც სერიოზული დამნაშავეები არიან იმაში, რომ ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ეს შეთამაშებული ქმედებები სწორედაც სხვა რამეზე მიუთითებს და არა იმ კომენტარებზე, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტისგან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრას ეხმიანება. უწყების ინფორმაციით, გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკულ საკითხებზე აზრთა დეტალური გაცვლა განხორციელდა, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share