გურიაში გაზმომარაგება უკვე აღდგენილია

მაგისტრალურ მილსადენზე მომხდარი ავარიის გამო გათიშულ აჭარა- გურიას გაზმომარაგება დღეს დილიდან აღუდგა. როგორც ,,სოკარგაზის”წარმომადგენლები განმარტავენ, ქსელის ჩართვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.დღის ბოლომდე ბუნებრივი აირის მიწოდება თითქმის მთელ გურიაში განახლდება. კომპანია ,,სოკარი” თხოვნით მიმართავს აბონენტებს, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარები და ნებისმიერი შეფერხების ან საეჭვო გარემოების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ცხელ ხაზს ნომერზე 16114.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share