Reformerfitness-ში პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე ატარებს

eformerfitness-ში შესული სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფონზე ატარებენ.

ჰიმნი დარბაზში თანამშრომლებმა ჩართეს. დარბაზის გარეთ მოქალაქეები იმყოფებიან, ისინი Reformerfitness-ის მფლობელს მხარდაჭერას უცხადებენ.

საგამოძიებო მოქმედებები უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. პოლიციამ დარბაზიდან ჯერ ხალხი გაიყვანა, შემდეგ კი სპორტული ინვენტარის აღწერა დაიწყო.

ფიტნესკლუბი შეზღუდვებს არ ემორჩილება და დაჯარიმების მიუხედავად, საქმიანობას აგრძელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share