პოლიტიკა უკვე მოკლა და მშვიდად გააგრძელებს ბიზნესს- სამნიძე ივანიშვილზე

პოლიტიკა მგონი უკვე მოკლა და მშვიდად გააგრძელებს ბიზნესს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე და კოალიცია “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე წერს.

“სულ ვფიქრობ, რისი მიღწევა უნდოდა ბიძინას, სულ თავიდან პარტიებს რომ დაერია, დიდის ამბით კოალიციურად მოსულ ხელისუფლებაში? ნაბიჯ-ნაბიჯ და მოთმინებით ნგრევა მისი “კანიოკია”და დაცალა კიდეც წინა პარლამენტი პოლიტიკისგან. ბევრჯერ გვითქვამს, გაიხსენებთ… პოლიტიკა უნდა მოკვდეს და მშვიდად გაარძელებს ბიზნესს. პოლიტიკას კლავს და მგონი, უკვე მოკლა კიდეც”.– წერს ხათუნა სამნიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share