“ხელიდან გამოგვეცალა ხვალინდელი დღის იმედი”

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ ხალხი ვეღარ იხდის დაზღვევის ფულს. ამიტომაც აფთიაქში შესვლისას წამლების საჭირო რაოდენობის ყიდვაც უჭირთ, ისევე, როგორც თავად.

„მაშინ, როდესაც დაზღვევა მქონდა, იმხელა გადასახადი იყო დაკისრებული, ვეღარ გადავიხადე. შესაბამისად, დაზღვევის გარეშე ვყიდულობ წამლებს და ძალიან ძვირია. აფთიაქში შესული 10 აბის ნაცვლად 6 აბს რომ იყიდი უსახსრობის გამო, ესაა ტრაგედია. დღეს ხელიდან გამოგვეცალა საყრდენი, იმედი ხვალინდელი დღის. სამწუხაროდ, არ ვიცი რა გვეშველება“,- ამბობს ჭოხონელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share