აშშ-ში არ იციან ვის ელაპარაკონ საქართველოში- თემურ იაკობაშვილი

რეგიონულ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ არ იყოს არანაირი ილუზიები და არა მგონია იყოს რუსეთთან მიმართებაში – ანუ ხელახალი დაწყებები ახალი გვერდების, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა აშშ-ში თემურ იაკობაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გიორგი თარგამაძის “პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა იმაზე თუ რას ეუნდა ელოდოს საქართველო ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან.

მისი თქმით, ამერიკაში მიაჩნიათ, რომ ასეთი პარტნიორი საქართველოში არ ჰაყვთ.

იაკობაშვილი აქვე განმარტავს, რომ პარტნიორი არის ადამიანი, ან ჯგუფი, რომელსაც ენდობი და შეგიძლია, რომ გადაწყვეტილებებს მიაღწიო და ის შესრულდეს.

“რას უნდა ელოდეს საქართველო? რეგიონულ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ არ იყოს არანაირი ილუზიები და არა მგონია იყოს რუსეთთან მიმართებაში – ანუ ხელახალი დაწყებები ახალი გვერდების.

მეორე, ეს არის ევროპასთან კარგი ურთიერთობები და ერვროპაში ძალიან გაუხარდათ გლინკენის დანიშვნა, რომელიც არგად იცნობს ევროპის ლიდერებს და მასთან კარგი ურთიერთობებიც აქვს.

მესამე, გლინკენი მომხრეა ჩვენი ასევე სტრატეგიულ მოკავშირესთან, თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების. ამის გარდა გლინკენი ნატოს გაფართოების მომხრეა და ზოგადად მეკავშირეების ფასი კარგად იცის. ეს ყველაფერი იმის წინაპირობას ქმნის, რომ ამერიკის უფრო აქტიური ჩარევა რეგიონში საქართველოსთვის უფრო სასარგებლო იქნება.

რაც შეეხება საქართველოს, მე არა მგონია, რომ უახლოეს 3-4 თვეში პოლიტიკური ცვლილებები დავინახოთ. იმიტომ, რომ ჩამოყალიბების პროცესია.

ამერიკაში ითვლება, რომ საქართველოში არ ჰყავთ პარტნიორი. ანუ, ვის ელაპარაკონ არ იციან. ლაპარაკი არ არის ოფიციოზის ოფიციოზთან ლაპარაკზე, გასაგებია, რომ საგარეო საქემათა სამინისტროს დალეპარაკებიან და საელჩოს, მაგრამ ეს არ არის პარტნიორობა. პარტნიორი არის ადამიანი, ან ჯგუფი, რომელსაც ენდობი, შეგიძლია, რომ გადაწყვეტილებებს მიაღწიო და ის შესრულდეს. ამერიკაში მიაჩნიათ, რომ ასეთი პარტნიორი საქართველოში არ ჰაყვთ. სხვათა შორის, სულ ასე იყო. კვირიკაშვილის დროს მასთან ურთიერთობები დალაგებული ჰქონდათ და მეტ-ნაკლებად რაღაცები სრულდებოდა. ესმოდათ, რომ კვირიკაშვილსაც რაღაცები არ შეუძლია. დღეს ასეთი ფიგურაც არ არის. ასევე არ არის არცერთი ის ფიგურა, რომელსაც “ქართულ ოცნებაში” იცნობდნენ. იქ იყო ალასანია, უსუფაშვილი, ხიდაშელი. არავინ აღარ არის ასეთი. ამიტომ არის, რომ იმ გუნდში, ვინც დღეს ხელისუფლებაშია ამერიკასთან ურთიერთობა სერიოზული არ არის”, – განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share