პროდუქტებზე ფასების ზრდას ელოდებიან

ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადის შემდეგ, პროდუქტების გაძვირებასაც ელოდებიან. 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება ძვირდება კომერციული მომხმარებლებისთვის. ტარიფი  ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით მოიმატებს და ის 1 ლარი და 10 თეთრი გახდება.

მოსახლეობა ამ,ბობს, რომ გაზის გაძვირების შემდეგ პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია. ამ აზრს იზიარებენ ექსპერტებიც.

კომერციული მომხმარებლები ისედაც ძვირად ყიდულობდნენ გაზს, ზამთარია და გაძვირება გარდაუვალია, გათბობა უფრო ძვირი ჯდება, შესაბამისად, არაა გამორიცხული, გაზზე საფასურის მომატებამ ავტომატურად გამოიწვიოს პროდუქციაზე ფასების მატება, – ამბობს ალეკო კეპულაძე, ორგანიზაცია “ბანკები და საზოგადოება”. 

კომპანია „თბილისი ენერჯი“ გადაწყვეტილებას ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით ხსნის

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share