ერთჯერადი, მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაიცემა

ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გასცეს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ ვიწყებთ მომართვიანობის აღრიცხვას ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც შეზღუდვების შედეგად დროებით დაკარგეს სამსახური. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, რომ ეს დახმარება წლის ბოლომდე უნდა გასცეს. მოქალაქეებმა კი დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, რათა ეს დახმარება მიიღონ“, – განაცხადა გახარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share