მას გულმა ვერ გაუძლო, მაგრამ მე გულმაც გამიძლო და ნერვებმაც-სააკაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
მას გულმა ვერ გაუძლო, მაგრამ მე გულმაც გამიძლო და ნერვებმაც-სააკაშვილი

"ქართული ეროვნების სახე-კახა ბენდუქიძე

იგი იყო იდეალისტი და მეოცნებე, მაგრამ იმ იშვიათ მეოცნებეთა კატეგორია,  რომელმაც ზუსტად იცოდა როგორ განეხორციელებინა თავისი ოცნებები ცხოვრებაში.

მე და კახა ერთმანეთთან გაგვაერთიანა იმ რწმენამ, რომ შეუძლებელი შეიძლება გაკეთდეს და იმ სიტუაციებშიც კი როდესაც ყველას ხელები აქვს ჩამოშვებული. იგი თავდაუზოგავად ეძებდა გამოსავლას და ყოველთვის პოულობდა მას.

საქართველოში ჩვენ ორივეს ერთი ოცნება გვქონდა-ჩვენი ქვეყნის ახალი მომავალი, და ჩვენ ეს ოცნება წარმატებით განვახორციელეთ ცხოვრებაში!

კახა ყოველთვის მეუბნებოდა , რომ დიდი ქვეყნის რეფორმები მარტივია. იგი ოცნებობდა თავისი ცოდნა და ენერგია უკრაინის რეფორმებისთვის დაეხარჯა. და  ჩვენ, ორივეს,  კვლავ გაგვიჩნდა ერთი ოცნება-გვექცია უკრაინა ევროპის ზესახელმწიფოდ.

სამწუხაროდ, რეალურ რეფორმებს ყოველთვის ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, კახას წინააღმდეგ საქართველოში ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ საქმე აღძრა იმავე სტატიით, რაც ჩემს წინააღმდეგ. დიდ რეფორმატორს გულმა ვერ გაუძლო, მაგრამ მე გულმაც გამიძლო და ნერვებმაც.

და მე ზუსტად ვიცი, ახალა, რომ კახა მყავდეს გვერდით მას ვერ გატეხდა ვერაფერი, ვერც  ჩვენი  ღალატი,  მოუწოდებდა რეფორმებისკენ, რომლის  რეალიზებაზეც არავის უფიქრია, ვერც ქართველებზე დაიწყებოდა  რეალური ნადირობა,  ტონობით სიცრუე და ტალახი, რომელიც იღვრება ჩემზე და ჩემს მხარდამჭერებზე. პოროშენკოს პოლიტიკა არაფრით განსხვავდება 2008 წლის რუსეთის პოლიტიკისგან, როდესაც ყოველი ქართველი ავტომატურად ბანდიტი და უვარგისი გახადა.

ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები გადავლახავდით ყველა ამ სიძნელს, ღიმილით და აუცილებლად გავიმარჯვებდით კიდეც. 

მე პირობას გაძლევ შენ, ჩემო მეგობარო, რომ დავეხმარები უკრაინელებს, რათა მათ მოიპოვონ გამარჯვება ოლიგარქიატზე და ეს გამარჯვება შენი დამსახურებაც იქნება"!

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

'.$TEXT['print'].'