კოტე შარაშენიძე:"არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ვინ ვის მისცა ხმა"
ავტორი: გურიის მოამბე
კოტე შარაშენიძე:"არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ვინ ვის მისცა ხმა"

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ეს ესაა დაასრულა საჩივრების განხილვა, კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის განცხადებით,დღეს განიხილეს 23 საჩივარი აქედან მხოლოდ ორი იყო სადაც უბნების შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ, მაგრამ კომისიამ საჩივრები არ დააკმაყოფილა.

ამასობაში უკვე არჩეული მერის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა კონსტანტინე შარაშენიძემ:

"სიმართლემ იზეიმა და გურიაში ყოველთვის იზეიმებს სიმართლე. გურულებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ჩვენი წინაპრები ასე ცხოვრობდნენ და ასე გაგრძელდება მომავალში. მთავრობასთან ურთიერთობაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ. პირიქით, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს.უფრო მეტი ფიქრი და მუშაობაა საჭირო და მობილიზაცია გასაკეთებელი. მზად ვარ ვემსახურო ხალხს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს, ასევე იმ ადამიანებს ვისაც სხვა პოზიცია ეკავა. განსხვავებული აზრი ეს ხომ ბუნებრივი პროცესია, ამაში ცუდს ჩვენ ვერაფერს ვერ ვხედავთ. ჩემი მხრიდან არავისთან ურთიერთობაში არანაირ პრობლემა არ ვხედავ და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ვინ ვის მისცა ხმა"

'.$TEXT['print'].'