"სააკაშვილი დაკავებული იქნება“ - ლუცენკო
ავტორი: გურიის მოამბე
"სააკაშვილი დაკავებული იქნება“ - ლუცენკო

უკრაინის გენერალური პროკურორი სააკაშვილის დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო იმედგაცრუებულია და ამბობს, რომ სააკაშვილი დაკავებული იქნება:

„ჩვენ შეგვეძლო უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ის 12 თანამშრომელი, რომელსაც გუშინ სააკაშვილი დასაკითხად გადაჰყავდა ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეები არიან, რომლებმაც ბრძოლები გაიარეს და კანონის მიხედვით ცეცხლი უნდა გაეხსნათ
თუმცა, ხელისუფლება სახელმწიფოზე ფიქრობს, ხოლო სააკაშვილი მოტყუებული და კურჩენკოს ფულით ნაყიდი ხალხის ზურგს უკან მიმალვით პირად კომფორტზე.
ჩვენ მომავალშიც ვიფიქრებთ სახელმწიფოზე, ზოგჯერ ჩვენ ხელთ არსებული უფლებების გამოუყენებლობით, თუმცა სააკაშვილი დაკავებული იქნება“, -განაცხადა ლუცენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას.

'.$TEXT['print'].'