”ქართული ოცნების” დეპუტატები რომ ამბობენ, სააკაშვილის თემა ჩვენთვის მეათეხრისხოვანიაო, ვის ატყუებენ"?!
ავტორი: გურიის მოამბე
”ქართული ოცნების” დეპუტატები რომ ამბობენ, სააკაშვილის თემა ჩვენთვის მეათეხრისხოვანიაო, ვის ატყუებენ"?!

თუ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა, ის გახდება ქვეყნის პოლიტიკური მომავალი, - ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა ლადო პაპავამ პალიტრანიუსის გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში უკრაინაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. 

”დავუშვათ და მოხდა ასეთი სცენარი, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლაც დააკავეს, აიყვანეს და მოხდა მისი საქართველოში ექსტრადირება. ”ქართული ოცნების” დეპუტატები რომ გამოდიან და ამბობენ, ეს ჩვენ არ გვეხება და მეათეხრისხოვანიაო, ვის ატყუებენ?! საკუთარ თავს?! ღმერთმა დაიფაროს ქვეყანა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მომავალი გახდეს, თუმცა, თუკი მისი ექსტრადირება განხორციელდა, ის გახდება პოლიტიკური მომავალი. ქართველი ხალხი, სამწუხაროდ, ადვილად ივიწყებს ცუდს, მერე ვიღაცას შეეცოდება, ციხეში ზის ჩვენი მიშიკოო. 

როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, მეტ-ნაკლებად ასახვას ჰპოვებს საქართველოშიც. შეთქმულების თეორიები რომ გვერდით გადავდოთ, ყველამ დავინახეთ, რომ დააკავეს ადამიანი, იყო სპეცრაზმი და მაშინ როგორ მოიხსნა მან ხელბორკილები?! აქ ორი რამ შეიძლება იყოს, ერთი, რომ იყო დადგმული სპექტაკლი, ან მეორე, რომ იმდენად გარყვნილი და უსუსურია უკრაინის ხელისუფლება, რომ წესრიგის დამყარების უნარი აღარ აქვს. 

აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილის მომხრეები არ წარმოადგენენ რაღაც დიდ ძალას უკრაინაში, როგორიც ეს იყო 2003 წლის „ვარდების რევულუციის“ დროს საქართველოში, მაგრამ კაცმა არ იცის, რა მოხდება უკრაინაში, ეს დამოკიდებულია არა სააკაშვილის რესურსებზე, არამედ იმაზე, თუ რას იზამს უკრაინის ხელისუფლება. სამწუხაროდ, უკრაინა აღმოჩნდა ჩვენზე უფრო არშემდგარი სახელმწიფო”, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ. 

"ინტერპრესნიუსი"

'.$TEXT['print'].'