შემიძლია ვივარაუდო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შემდეგ არჩევნებს მოიგებს-სააკაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
შემიძლია ვივარაუდო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შემდეგ არჩევნებს მოიგებს-სააკაშვილი

ამერიკის ხმის ცნობით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში, “კატონის ინსტიტუტში” გამართულო შეხვედრაზე კიევის ცენტრში აღმართული კარავიდან, სკაიპით ჩაერთო. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გამოცემასთან საქართველოსა და უკრაინაში მოსალოდნელ პოლიტიკურ ცვლილებებსა და ამ ყველაფერში მის როლზე ისაუბრა: 

"რა თქმა უნდა, უკრაინაში ვარ ოპოზიციაში და ეს ფაქტია. მე არასდროს ვიქნები პრეზიდენტი უკრაინაში. ვთქვი, რომ ვიყავი მზად, გავმხდარიყავი პრემიერმინისტრი თუ ეს საჭირო იქნება. მზად ვარ, ეს პასუხისმგებლობა ავიღო. მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ. უკრაინელი აქტიური პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკო “ხალხის მტერს” მეძახის და პასპორტი ჩამომართვა. თქვენ შეიძლება გესმით ხმები ქუჩიდან. აქ 6-7ათასი ადამიანია ალბათ შეკრებილი, რომლებიც ჩემს კარავთან დგანან, თუ მე უკრაინელი პოლიტიკოსი არ ვარ, რას აკეთებს ეს ხალხი აქ? ვინ იყო ის ხალხი, ვინც პოლიციის მანქანიდან გამომიყვანა გუშინ, როგორ გაჩნდნენ ისინი იქ ასე სწრაფად? ეს ნიშნავს, რომ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ".

მე არ ვაჩვენებ თავს, თითქოს საქართველოში პარტიის ლიდერი ვიყო. მე იქ საპატიო თავმჯდომარე ვარ. მაგრამ გარწმუნებთ, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი არ ვერევი. ეს ჯერ ისევ მთავარი ოპოზიციური პარტიაა საქართველოში. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ისინი შემდეგ ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ და ეს მათი გამარჯვება იქნება. მე არ ვცდილობ, მათი ლიდერი ვიყო. რა თქმა უნდა, უკრაინაში ვარ ოპოზიციაში და ეს ფაქტია. მე არასდროს ვიქნები პრეზიდენტი უკრაინაში. ვთქვი, რომ ვიყავი მზად გავმხდარიყავი პრემიერმინისტრი თუ ეს საჭირო იქნება. მზად ვარ, ეს პასუხისმგებლობა ავიღო. მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ. უკრაინელი აქტიური პოლიტიკოსი". 

 

'.$TEXT['print'].'